მკითხველმა უკვე ინგლისურ ენაზე მიიღო პროფესორ ნანა ჯიქიას წიგნი ,,პოლიტიკური იმიჯი’’(POLITIKAL IMAGE). წიგნი ერთნაირად საინტერესოა, როგორც პოლიტიკოსებისთვის,ასევე იმიჯოლოგიით დაინტერესებულ პირთათვის.
,,პოლიტიკური იმიჯი’’,ავტორისავე თქმით, იმიჯის ძალზე ფართო და ტევადი ცნების წარმოჩენის მოკრძალებული ცდაა.მიუხედავად იმისა, რომ წიგნში ძირითადი აქცენტი პოლიტიკურ იმიჯზეა გადატანილი,ავტორი მაინც ახერხებს იმიჯის სხვადასხვა მხარეების საფუძვლიან,მეცნიერულ დონეზე განხილვას.მაგალითად:,,იმიჯის გენეზისი და მისი კავშირი ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან’’, სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯის ფორმირება’’ და სხვა.
პოლიტიკური იმიჯის განხილვისას,ავტორი,სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით,ასე აკონკრეტებს პოლიტიკური იმიჯის ფორმირების რთულსა და მრავალწახნაგოვან პროცესს:,,იმიჯი და ქარიზმა’,’ ,,პოლიტიკოსი და მისი ,, მე კონცეფცია’’ ,,კანდიდატობიდან-პოლიტიკურ მისიამდე’’,რაც მკითველს საშუალებას აძლევს,გაეცნოს ამ პროცესის ნიუანსებს.
წიგნის უდავო ღირსება, მისი ქართულ პოლიტიკურ რეალობასთან და ისტორიასთან კავშირია.სახელდობრ,ზუსტი პარალელები საქართველოსა და საერთაშორისო პოლიტიკურ ცხოვრებასა და იმიჯის ერთერთი ძირითადი შემადგენლის,მჭერმეტყველების შესახებ, საქართველოს ისტორიის წიაღიდან მოხმობილი ფაქტები.ასევე შემეცნებადია ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ძალზე საინტერესო ფაქტები,ცნობილ მოღვაწეთა გამონათქვამები პიროვნების მიერ თავის წარმოჩენისა და იმიჯის შესახებ და მის მნიშვნელობა სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ავტორის ერთგვარ შეგნებად შეიძლება მივიჩნიოთ,სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით განხილული დონალდ ტრამპისა და ჰილარი კლინტონის ვირტუალური იმიჯების ანალიზი თვითპრეზენტაციისა და დისკრედიტაციის კომუნიკაციური სტრატეგიების მიხედვით.
მჯერა,პოლიტიკოსები დიდი ინტერესით გაეცნობიან ამ ორი გამოჩენილი პიროვნების წინასაარჩევნო და საარჩევნო ბრძოლების პერიპეტიებს და ბევრ სასარგებლოს ამოიკითხავენ.
მრავლისმეტყველია დასკვნა;,არჩევნებმა ცხადყო რომ პოლიტიკაში დილეტანტმა ტრამპმა,თავის გუნდთთან ერთად,პოლიტიკაში ცნობილ და გამოცდილ ჰილარი კლინტონსა და მის გუნდზე უკეთ შეარჩია თვითპრეზენტაციისა და დისკრედიტაციის სტრატეგიების ტაქტიკა.დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტი გახდა!’’.
ამ მცირე რეცენზიას წიგნში მოხმობილი ბლეზ პასკალის გამონათქვამით დავასრულებ:,,სამართლიანობა,რომელსაც ძალა არ უმაგრებს ზურგს-უძლურია. ძალა,რომლის უკან სამართლიანობა არ დგას-ტირანულია.საჭიროა ძალისა და სამართლიანობის შერწყმა.ამიტომ,ან სამართლიანობა უნდა გახდეს ძლიერი,ან,ძალა-სამართლიანი’’
,,სახელმწიფოებრივი სიბრძნისა და ზნეობის იდეალი სწორედ სამართლიანი ძალა და ძლიერი სამართლიანობაა’’-წერს ქალბატონი ნანა და აშკარაა რომ საქართველოს სწორედ ასეთ სახელმწიფოდ ჩამოოყალიბებაა მისი სურვილი.
წარმატებებს ვუსურვებ წიგნსა და მის ავტორს.
კონსტანტინე გურგენიძე.