საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში ,, განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” დავით აღმაშენებლის სახ.აკადემია და საერთაშორისო განათლების აკადემია ,,ბიდისი” მცხეთა-თბილისის ეპარქიაში არსებულ სოფელ დიღმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს ესტუმრნენ.
მე-8 საუკუნის ტაძარი პატრიარქის კურთხევით აღდგენილ იქნა დეკანოზ იოანე ჩიგოგიძის მიერ და დღემდე მიმდინარეობს მისი კეთილმოწყობა. შემოწირულობა მოხმარდება ტაძრის ეზოს რეკონსტრუქციას. მადლობა,მამა იოანე ჩიგოგიძეს,სულიერებისა და განათლების ერთგულ მსახურს.