12 ივლისს, დავით აღმაშენებლის სახ.აკადემიას სტუმრობდა უვე ბერკემერისა და ბელა მახარაძე-ბერკემერის ცნობილი ოჯახი გერმანიიდან.
უვე ბერკემერი საქვეყნოდ აღიარებული და გამორჩეულად ნიჭიერი მუსიკოსი,პიანისტი,კომპოზიტორი და დირიჟორი და მრავალი ნაწარმოების ავტორია, რომელმაც საქართველოში, 2005 წელს ჩამოაყალიბა ,კავკასიური კამერული ორკესტრი. 2008 წელს ,ბატონი უვე ბერკემერი იტალიის ქალაქ ვენეციაში აღიარებულ იქნა ,,უტოპიის ელჩად’’. მისი მშვენიერი ქართველი მეუღლე ბელა მახარაძე-ბერკემერი კი ნიჭიერთა ათწლედის კურსდამთავრებული და საქვეყნოდ ცნობილი მუსიკოსის,ლიანა ისაკაძის სტიპენდიანტი გახლდათ,რომელსაც ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში,მასტერკლასი აქვს გავლილი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში პროფესორ ჰაბიბ კაიალესთან.
ეს ულამაზესი ოჯახი წლებია ეწევა ქართული მუსიკის პოპულარიზაციას უცხოეთში და ქველმოქმედებას საქართველოში. აკადემიის საპატიო პროფესორების გუნდს, უვე ბერკემერი და ბელა მახარაძე-ბერკემერიც შემოურთდნენ.