21 ივნისს ,დავით აღმაშენებლის სახ.აკადემიაში შედგა საინვესტიციო ჯგუფის შეხვედრა, სადაც განხილული იქნა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფი გამოყვანის პროექტის კონცეფცია, ასევე, ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო, ხაზი გაესვა საინვესტიციო რისკებს და მოგვარების გზებს მთავრობის მაქსიმალური ჩართულობით.
შეხვედრას ესწრებოდნენ:
ედუარდ შალელაშვილი – საინვესტიციო ფონდის შექმნის ინიციატორი, საქართველოს დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი ისრაელში
ნანა ჯიქია – დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის რექტორი,პროფესორი.
ვეფხია გიორგაძე -ეკონომიკის ექსპერტი, საერთაშორისო კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი
ირმა მანჯგალაძე – საერთაშორისო, ბიზნეს ალიანსი ევროპაში პრეზიდენტი .(ჩეხეთი)
ზურაბ გვასალია – აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის საბანკო ასოციაციის წევრი,ევროპის საბანკო ფედერაციის გამგეობის წევრი.
ვით პავლოვსკი-ბიზნეს ალიანსის მრჩეველი.ინვესტორი ჩეხეთიდან.
უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.